ანჩელოტი: საუკეთესო სტადიონები აქვთ, არ ვიცი მათი ჰეგემონია როდის დასრულდება

AutoSharing Option
"მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ინგლისური კლუბების ფინანსურ უპირატესობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერლიგა სხვა ჩემპიონატებთან შედარებით გაცილებით წინაა. 

"არ ვიცი, ეს როდის დასრულდება. მათთან მიახლოება, თამაშის ხარისხის აწევა, ატმოსფეროს შეცვლა, ახალი სტადიონების გახსნა, რომლებზეც სისასტიკე არ იქნება - ეს ყველა ლიგის მიზანია, არა მხოლოდ ესპანურის. 

სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ხარჯზე ინგლისის პრემიერლიგა წინ გაიჭრა და სხვა ყველა ჩემპიონატი უკან ჩამოიტოვა. იქ საუკეთესო ატმოსფეროა, სტადიონები სისასტიკიდან თავისუფალია, ტრიბუნები სულ სავსე გახლავთ და ბევრი თანამედროვე არენა აქვთ. 

მათ დიდი უპირატესობა აქვთ.
სხვა ლიგების მიზანი ის უნდა იყოს, რომ გააუმჯობესონ ასპექტები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე," - თქვა ანჩელოტიმ. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altკარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულ რამოდენიმე წელიწადი და ევროპის ყველა წამყვანი ჩემპიონატები გაქრება და დარჩება აფრიკის ერთა თასის გათამაშების ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და ბოლოს იტალიური ვარიანტები !
დ.დ.
18:18 04-09-2022
2
საინტერესო არ არის ეგ ესპანეთი და რავქნათ? რეალი ჩემპიონთა ლიგაზე დებს მთელ თავის ძალებს და ბარსელონა, რადგან დაბალი დონის კლუბები არიან ესპანეთში და წინააღმდეგობას ვერ უწევენ. არც ძალებს ხარჯავენ. მან სიტი ლივერპულს, ჩელსის და მანჩესტერს ხანდახან 1 კვირაში ეთამაშება ხოლმე და შეადარეთ. უფრო დასაფასებელია ამდენს რო დებ თითოეულ თამაშში და იგებ.
იკა
09:10 04-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული