"მაკრონთან საუბარმა ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა" - მბაპე პსჟ-ში დარჩენაზე საუბრობს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევი კილიან მბაპე ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

მის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. საბოლოოდ ფრანგი პარიზში დარჩა.

კილიანმა მედიასთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბარმა აზრი შეაცვლევინა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე საკუთარ მომავალზე საუბარი პრეზიდენტთან მომიწევდა. ეს რაღაც სიგიჟე იყო. მითხრა, რომ სურდა აქ დავრჩენილიყავი, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო" - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00
საათზე გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"ბენზემას ადგილზე საერთოდ დავივიწყებდი ამას" - კილიან მბაპე

მკითხველის კომენტარები / 5 /
მერე ზოგი იტყვის სპორტი პოლიტიკა არ არისო. თვით ქვეყნის პრეზიდენტმა სთხოვა დარჩენა, რომ პარიზული გუნდი უფრო განდიდედეს. სპორტი ყველაზე მეტი პოლიტიკა და ამ ქმედებით ხალხზე და ქვეყნაზე ფიქრობს პრეზიდენტი. ამიტომ არის პატივსაცემი ამომრჩევლისაგან და არა იმიტომ რომ დამემუქროს თუ რუსებს დაუშტვენ და დაუყვირებ რამეს დაგიჭერ და დაგაჯარიმებო. ახლა კი ვხედავთ ყველაგან პუტინ ხუილოს იძახიან სადაც არც კი თამაშობენ რუსები. ფაქტი იყო და არ ერთი მუქარის მთავრობიდან და ამას მე არ დავივიწყებ. ნება იბოძეთ და პატივი ეცით ყველამ ჩვენი აზრის გამოხატვას, მითუმეტეს ოკუპანტთან მიმართებაში. ვინემს თუ გინდათ დაფასებული იყოთ ხალხში.
G.LA
15:00 06-09-2022
3
მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღე და ბებოების რისხვის რჩევა გაითვალისწინე, აბა რა გინდოდა იმ უბანძეს ლიგის 14-ჯერ გამარჯვებულ რეალში, დატკბი ფერმერთა ლიგაში გატანილი გოლებით და ტრანსგენდერების სიკვარულით ციყვო!
llcl
17:47 06-09-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული