მოსტოვოი: ყირგიზეთთან თამაში? - რუსეთის ნაკრები ყველგან იზოლირებულია

AutoSharing Option
საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ნაკრები ამხანაგური მატჩების ჩატარებას ცდილობს: ნოემბერში ბოსნიასთან სპარინგი დაგეგმეს, მაგრამ შესაძლო მეტოქის ფეხბურთელებმა თამაშზე უარი განაცხადეს. ახლა რუსები ყირგიზებს შეუთანხმდნენ და შემადგენლობაც დაასახელეს. ამაზე კომენტარი რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ მოსტოვოიმ გააკეთა:

"ეს სია საერთოდ არ მინახავს. იქ ვერაფერ ახალს ვერ ვხედავ. ის, რომ იქ ახალი გვარებია, ჩემში არავითარ ემოციას არ იწვევს, ვინაიდან ყირგიზეთთან თამაში არაფერზე პასუხს არ გაგვცემს. ყველას ესმის, რომ მოწინააღმდეგის არჩევის საშუალება არ გვაქვს.

გამოიძახე-არ გამოიძახე - არავითარი ინტერესი არაა. როდესაც არსად არ
თამაშობ, ვინც გინდა გამოიძახე. ეს ახალგაზრდა ბიჭებისთვის ნორმალურია: უნდა დააფიქსირონ, რომ ნაკრებში იყვნენ. ყველა კითხვაზე პასუხი დიდი ხანია მივიღეთ, რომ ყველგან იზოლირებული ვართ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე გულწრფელად მეცოდება რუსი ხალხი,როგორ აუპატიურებს კაგებე მასას.
გიორგი
00:03 16-09-2022
16
დონბასში რომ ჩემპიონატის მოწყობას აპირებდნენ ის როგორ იყო? ყირიმი, ხერსონი, აფხზაზები, დნრ. ნრნ და ვიღაც ვიღაცეები რომ უნდა გაეჯიბრებინათ. დონბასის ნაკრებს შეხვდნენ სტუმრად ლისიჩანსკში ან სევეროდონეცკში.
G.LA
22:27 15-09-2022
5

სიახლეები პოპულარული