ხავიერ ძანეტიმ, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მცველმა და კაპიტანმა, ახლა უკვე გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

არგენტინელმა ასეთად თანამემამულე ლიონელ მესი მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კითხვა რამდენიმე დღის წინ რონალდინიოსაც დაუსვეს, რომელმაც შემდეგი მიუგო:

"მესი ყველა დროის საუკეთესო? - ამის თქმა რთულია, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. მარადონა და პელე თავიანთ ერაში საუკეთესონი იყვნენ.

არ მიყვარს, როდესაც ასეთ თემებზე ან შედარებაზე მიწევს საუბარი", - ამბობს რონალდინიო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძანეტი, 100%-იანია.
თემო
25 სექტემბერი 2022 16:13
3
15 წელია ხალხი ფეხბურთს ორი ადამიანის გამო უყურებს, ეს არის რონალდუ და მესი, მანამდე იყვნენ ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, უფრო ადრე მარადონა, პლატინი, გულიტი,ვან ბასტენი,კიდევ ადრე კრუიფი, უფრო ადრე პელე, გარინჩა, დი სტეფანო, ეუსებიო, მაგრამ რომ დააკვირდე ყველა ამ ეპოქას ვერ ნახავ რომ 15 წელი რომელიმე ფეხბურთელი ამ ორის გარდა ყოფილიყო უმაღლეს მწვერვალზე, რაღაცნაირად ამათ დაპირისპირებას ვამსგავსებ ფედერერი ნადალის დაპირისპირებას, ძალიან დასანანი იქნება როცა ესენი კარიერას დაასრულებენ
მამუკა
26 სექტემბერი 2022 21:43
0
სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების ერთმანეთზე შედარება უაზრობაა.პელე მარადონა ზიდანი მესი...მაშინ ათამაშე ერთად და მერე იბჟუტურეთ
Lado
25 სექტემბერი 2022 22:24
1
დიეგომ მართლაც, რომ უსამართლოდ არ წაიყვანა 2010-ის მუნდიალზე, შეიძლება მაგის გამოც დაასახელა ლეო.დდდ
რრრ
25 სექტემბერი 2022 18:08
3
იცით რატომაა მესი და რონალდო პელეზე და მარადონაზე დიდი? ესენი ამ თამაშით, იმ დროსაც ვარსკვლავები იქნებოდენ, ისინი კი დღეს იმ თამაშით, ვარსკვლავები ვერ იქნებოდენ.
ჟორა გაბრიჭიძე
25 სექტემბერი 2022 17:56
5
მესი-რონალდოსაც-ჩამოუვარდება-ყოველ-შემთხვევაში-რონალდო-არ-ჩამოუვარდება-მესის-პელე-კრუიფი-მარადონა-არ-არსებობდნენ-ხო?!სპერვა-პოდუმაი-პოტომ-გავარი
zlatousti
25 სექტემბერი 2022 18:41
11
პელე, მარადონა, მესი, კრუიფი და ამათთან ზიდანი? ცოტა უცნაურია, არცერთი დანარჩენის დონის არ იყო ზიდანი.
...
23 ოქტომბერი 2022 22:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული