უხვგოლიანი მატჩი "უემბლიზე" - ინგლისი და გერმანია ერთმანეთს დაუზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე A დივიზიონის მე-3 ქვეჯგუფის მე-6 ტურში ინგლისმა გერმანიას უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ უემბლიზე დამსწრე საზოგადოებამ საფეხბურთო ზღაპარი იხილა.

52-ე წუთზე ილკაი გუნდოგანმა პენალტიდან ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კაი ჰავერცმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, თითქოს და მორიგი მარცხისთვის განწირულმა ინგლისის ნაკრებმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და 4 წუთიან მონაკვეთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, გოლები ლუკ შოუმ (71-ე წუთზე) და მეისონ მაუნტმა (75-ე წუთზე) გაიტანეს, 82-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა პენალტი მოიპოვა და ჰარი კეინმა "სამი ლომი" დააწინაურა,
საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე კაი ჰავერცმა დააფიქსირა.

ამ მატჩამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ინგლისის ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდებოდა, გერმანია 7 ქულით მე-3 პოზიციაზე გავიდა.

ჯგუფის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც გუშინ, 26 სექტემბერს, ბუდაპეშტში, "პუსკას არენაზე" მასპინძელი უნგრეთი 2:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული