სანაკრებო შესვენების დროს არგენტინამ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
"ალბისელესტე" ამჯერად იამაიკას დაუპირისპირდა და მარტივად, 3:0 იმარჯვა.
ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.
56-ე წუთზე თამაშში ლიონელ მესი ჩაერთო, რომელმაც 86-ე წუთზე ჯერ შორი დისტანციიდან გაიტანა, 89-ე წუთზე კი თავი ჯარიმიდან გამოიჩინა.
"ალბისელესტე" ჩინებულ თამაშს განაგრძობს და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიცაა.