მესი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტს აღარ გაახანგძლივებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ კლუბისგან შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განუცხადა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ალბისელესტეს" კაპიტანის დასამატებლად გარკვეულ სვლებს იწყებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს თავისუფალ აგენტად გახდომის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ლეო "ბლაუგრანაში" დაბრუნებულიყო.

მოგეხსენებათ, მესი პსჟ-ში "ბარსელონადან" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, პირველ სეზონში 34 მატჩში თავი 11 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა, წელს კი სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი გაცილებით უკეთ გამოიყურება და საკუთარ გუნდს უკვე 6 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

მომზადებულია
Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო მესი, შე მაგარო ფეხბურთელო! დღემდე ვერ ვიგებ და ვერც გავიგებ, შენნაირი ფეხბურთელი, როგორ გაგიშვეს გუნდიდან? შენს მერე ბარსასთვის არც მიყურია და არც არასოდეს ვუყურებ! მინდა არ მინდა პსეჟეს ვუყურებ, ისიც შენს გამო!
fani
29 სექტემბერი 2022 17:53
0
არცა საჭირო მბაპეწ წიკები უნდა ახლა მესის ბარსაში დაბრუნდება ისევ ოწროს ბურთს მოიგებს
ემიგრანტი
29 სექტემბერი 2022 16:47
0
ემიგრანტ! წინადადებები წესიერად დაალაგე, თორე კაცი ვერ გაიგებს რას წერ.
emigrants
29 სექტემბერი 2022 19:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული