ხავის უნდა ნაკრებების მატჩები ერთი პაუზისას გაიმართოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ წინადადება წამოაყენა ყველა სანაკრებო მატჩი ერთი საერთაშორისო პაუზისას ჩატარდეს. ამის შესახებ მან ESPN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ნაკრებებში მიღებული ტრავმების გამო ლა ლიგის მე-7 ტურში "მალიორკასთან" "ბარსელონას" ფეხბურთელები რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი ვერ ითამაშებენ.

- როგორ ავირიდოთ ნაკრებებში ფეხბურთელების ტრავმებისგან თავი?
- ეს რთულია. ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების გეგმა აქვს, ეს კამათს იწვევს, მაგრამ არის კალენდრის ვარიანტი, რომლის მიხედვით ნაკრებები იკრიბებიან და თვენახევარი თამაშობენ. ამის შემდეგ ფეხბურთელები სეზონის ბოლომდე კლუბებში იქნებიან.

ნაკრებების თამაშები ერთ ბლოკში გამოვიდოდა. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა ჩემზე არაა დამოკიდებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული