
როგორც ცნობილია, მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ და მისმა მშვენიერმა პარტნიორმა, ჯორჯინა როდრიგესმა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სამწუხარო ინფორმაცია გაუზიარეს და დაწერეს, რომ მათი ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
რონალდუმ ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც შეიძლება მშობელმა განიცადოს: "ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალების
შემდეგ, მხოლოდ ჩვენი გოგონას გადარჩენა გვაძლევს ძალას, რომ ცხოვრება იმედით გავაგრძელოთ," - აღნიშნავდა წყვილი.
წყარო: Marao