Marca: კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენის" დატოვება ზამთარშივე სურს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, გუნდის დატოვება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა და იანვარში მადრიდის "რეალში" გადასვლას გეგმავს, პარიზელები თანახმა არიან მის გაშვებაზე, თუმცა არა "ბლანკოსში", კილიანის დამატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად "ლივერპული" მოიაზრება.

შეგახსენებთ, მბაპემ პსჟ-სთან ახალ, 3 წლიან კონტრაქტს ხელი გასულ ზაფხულს მოაწერა, 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჯამში 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო.


altმეგაშეთავაზება კილიან მბაპეს - სპორტული პროექტის ახალი

მფლობელი?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ხომ ვერ ჩამოყალიბდა-რა, ფული თუ ბავშვობის სურვილების ასრულება??
მგონილი მონაკოში დაასრულებს ეს სპორტულ კარიერას...
აჩი
16:11 12-10-2022
0
მადრიდის რეალი გიწვევდეს და ამასთან ოცნებაც გჰონდეს იქ თამაში და უარი თქვა ეს არის უბრალოდ სიგიჟე, ამას იმედი აქვს პერესი ისევე გადაიხდის 200 მილიონს, ერთ ცენტსაც აღარ გადაიხდიან მბაპეში, დაღუპა ამ ბიჭის კარიერა ფულის გამო მისმა ოჯახმა
მამუკა
01:35 12-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული