"ჩვენ არ მივიღებთ უდანაშაულო ადამიანთა სისხლით გასვრილ ფულს" - "ბრაგას" ფანები პსჟ-ის მფლობელების წინააღმდეგ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენის" მფლობელებმა, კერძოდ QSI ჯგუფმა, "ბრაგას" აქციების 21.67 პროცენტიანი წილი შეიძინა.

პორტუგალიური კლუბის ქომაგებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ევროპა ლიგის მატჩზე, ტრიბუნაზე ბანერი გაშალეს წარწერით: "მონებით მოვაჭრე კატარელებს, არ მივესალმებით", ამის შემდეგ კი ქომაგებმა განცხადებაც გაავრცელეს.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, მრავალმილიონიანი ინვესტიციებისა და მრავალი ტიტულის მოგებაზე, ყველა დაპირება ფარსია, ვიცით, მსგავსი ისტორიები როგორ დასრულდა "ალავესში", "ბელენსეში" და "ლეორიაში", QSI ჯგუფის ხელმძღვანელები აშკარად მონაწილეობენ არაერთ საზარელ დანაშაულში, მაგალითად ათასობით მუშის სიკვდილი, რომლებსაც
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობაზე, მონურ პირობებში ამუშავებდნენ, დაზუსტებით ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა განზრახვა ამოძრავებთ, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბის სიყვარული არაფერ შუაშია, ამიტომ ფხიზლად ვიქნებით.

ვიმედოვნებთ, რომ კლუბში მომუშავე პერსონალი სისხლში ამოსვრილ ფულზე უარს იტყვის, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ" - ნათქვამია ქომაგთა განცხადებაში.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრაგას ფანებო! ნეტა არ გაჟრიალებდეთ და არ აფრენდეთ რა?
zura
18:07 15-10-2022
67
სულელებო, ჯერ დაუმტკიცეთ და მერ იყვირეთ. ერთი ნახიშტარი ფანები იქნებით.
გოჩა
08:47 16-10-2022
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული