"შესანიშნავად ვითამაშეთ, მოედანზე გუნდურად ვმოქმედებდით, დღეს, ჩემი შვილები მკითხავენ მოვახერხე თუ არა გოლის გატანა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პასუხი დადებითი იქნება.
მიხარია, რომ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ მინდა, გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, იმ ზიანის გამო, რაც 2019 წელს მივაყენე, მათი სიყვარულის დაბრუნების საუკეთესო გზა მოედანზე საუკეთესო თამაშის ჩვენებაა, ამჟამად სწორ გზაზე ვართ" - განაცხადა გრიზმანმა.