"მაპატიეთ, რადგან ზიანი მოგაყენეთ" - გრიზმანმა "ბარსაში" გადასვლის გამო ფანებს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, ლა ლიგის მე-9 ტურში "ბილბაოსთან' (1:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და 2019 წელს "ბარსელონაში" გადასვლის გამო, გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

"შესანიშნავად ვითამაშეთ, მოედანზე გუნდურად ვმოქმედებდით, დღეს, ჩემი შვილები მკითხავენ მოვახერხე თუ არა გოლის გატანა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პასუხი დადებითი იქნება.

მიხარია, რომ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ მინდა, გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, იმ ზიანის გამო, რაც 2019 წელს მივაყენე, მათი სიყვარულის დაბრუნების საუკეთესო გზა მოედანზე საუკეთესო თამაშის ჩვენებაა, ამჟამად სწორ გზაზე ვართ" - განაცხადა გრიზმანმა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატოა ბარსა თახსირი,ეტყობა რეალის ფანი ხარ და დაიმახსოვრე წიწილებს მოგვიანებით ითვლიან
Gogis
17 ოქტომბერი 2022 01:40
2
ლეგენდებს როგორც მოექცნენ ,სუარეს და მითუმეტეს ლეო მესის, თახსირები არიან, აბა რა არიან?
gogi
17 ოქტომბერი 2022 15:21
0
ხოდა მიქარე მაგ თახსირების გუნდში, რომ გადახვედი.
gogi
16 ოქტომბერი 2022 16:51
6
აღარაა ბარსა ის კლუბი, ვისთვისაც ღირს ნერვიულობა!
ლაშა
16 ოქტომბერი 2022 15:40
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული