
კლოპმა ინტერვიუში იხუმრა და განაცხადა, რომ გუარდიოლას 4 წლიანი შვებულება, მისთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა.
"ვისურვებდი თუ არა, რომ პეპს შვებულება აეღო? რა თქმა უნდა, 100 პროცენტით, კარგი იქნებოდა თუ ამას 4 წლით გააკეთებდა, უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, ამას ყოველდღე ამტკიცებს, როდესაც ორივეს თავისუფალი დრო გვექნება, ერთად ღვინოს აუცილებლად დავლევთ, თუმცა ჯერ მეტოქეობა გრძელდება" -
შეგახსენებთ, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება დღეს, "ენფილდზე", თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.