"როდესაც პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, მეძინა, შოკში ჩავვარდი" - მბაპემ წასვლის შესახებ ჭორები უარყო

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ვარსკლავმა კილიან მბაპემ RMC Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"როდესაც ეს ინფორმაცია პრესაში გაჩნდა მეძინა, ჩემი ოჯახის წევრები კი პატარა ძმის თამაშს ესწრებოდნენ, შოკში ვიყავი.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "პარი სენ ჟერმენში" ყველაფერი მაკმაყოფილებს, კლუბის პრეზიდენტთან, ალ ხელაიფისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, გუნდთან ერთად ტიტულების მოგება მსურს" - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი სპორტული გამოცემები წერდნენ, რომ კილიანს პსჟ-ის დატოვება სურდა, რადგან კლუბის მიერ ზაფხულში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო.

altმადრიდის "რეალი"

კილიან მბაპეთი აღარ ინტერესდება

altცნობილია, რა თანხად შეელევა პსჟ კილიან მბაპეს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული