"დედა, გპირდები, გიყიდი სახლს, ვითამაშებ მადრიდის "რეალში" და "ოქროს ბურთს" მოვიგებ" - ბენზემამ ბოლო პირობაც შეასრულა

AutoSharing Option
გუშინ საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის პრიზი, "ოქროს ბურთი", მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მოიპოვა. სიმბოლურია, რომ ჯილდო ფრანგს მისმა კუმირმა და თანამემამულემ, ზინედინ ზიდანმა გადასცა.

34 წლის ფეხბურთელს დაჯილდოებისას თან ახლდნენ ოჯახის წევრები, თუმცა პირველმა სიხარული დედას გაუზიარა. დედას, მალიკა ბენზემას, ქარიმი თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანად თვლის.

1960-იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ ექსპერიმენტს მიმართა: გადაწყვიტეს აეგოთ საცხოვრებელი კორპუსები, სადაც მხოლოდ საძილე პირობები იყო შექმნილი და საზოგადოების დაბალი ფენისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ამგვარად, პარიზის გარეუბანში მაღალი, ყავისფერი, უშნო შენობები გამოჩნდა.

ბენზემას ოჯახი ალჟირის პატარა
სოფლიდან ლიონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ასეთ კორპუსში გადასახლდა.

"როდესაც მამაჩემმა დაინახა, რომ ჩემი მეგობრები სახიფათო წრეში ტრიალებდნენ, მაშინვე ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში შემიყვანა, დედა კი, რომელსაც ისედაც უამრავი სანერვიულო ჰქონდა, ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის ახალი ბუცები ეყიდა" - გაიხსენა ქარიმმა France Football-თან ინტერვიუში.

დედა-შვილი ერთად ფეხბურთს ხშირად თამაშობდა. მალიკა მეკარის როლს ირგებდა, "რეალის" მომავალ ვარსკვლავთან თამაში არავის სურდა.

"დედა მისთვის უმთავრესია, მთელი სამყარო" - განაცხადა ბენზემას მეგობარმა ჟურნალისტ ჟაკ ენინთან საუბრისას.

ქარიმისთვის ფეხბურთი არა მხოლოდ გატაცება, არამედ უსაფრთხოების ერთადერთი გზა იყო.  "ლიონის" სკაუტებს კი ფორვარდის მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენიათ და აკადემიაში მიიწვიეს. მოგეხსენებათ, დასაწყისს ყოველთვის სირთულეები ახლავს, 15 წლის ასაკში ხშირად რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე. უამრავი ბავშვი ნებდება და იმედგაცრუებას ვერ უმკლავდება. ბენზემა ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე დაფიქრდა, თუმცა დედამ ეს არ დაუშვა და შვილს სანუკვარი მიზნის ასრულებაში ბოლომდე გვერდით დაუდგა.

"ბავშვობაში სულ სამი ოცნება მქონდა: მეყიდა დედასთვის სახლი, მეთამაშა მადრიდის "რეალში" და "ოქროს ბურთი" მომეგო" - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

როგორც ვხედავთ, ქარიმმა დედას უკანასკნელი დაპირება გუშინ ღამით, პარიზში შეუსრულა...

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"ოქროს ბურთი" ქარიმ ბენზემამ მოიპოვა


მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარი კაცი და ფეხბურთელი! ბრავო ბენზემა!
Tengo
11:58 18-10-2022
8
ეხ რამდენი ვერ უსრულებს დედას დანაპირებს. ბენზემა მალადეც , მისი წყალი გადმოგვსხმოდეს.
წსს
11:20 19-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული