ქარიმის თქმით, "ლიონიდან" კარიერის გაგრძელება "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "ბარსელონაში" შეეძლო, თუმცა მადრიდის "რეალის" გამო ორივე კლუბი უარით გაისტუმრა.
"მახსოვს, მეგობრებთან ერთად ვიყავი, მშობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან ფლორენტინო პერესი მელოდებოდა. მისი დანახვისას უბრალოდ შოკში ჩავვარდი და ძლივს მივესალმე.
იმ პერიოდში რამდენიმე კარგი კლუბი მეპატიჟებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა", "ინტერი", მაგრამ "რეალში" თამაშზე 15 წლიდან ვოცნებობდი. პერ
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი "ბლანკოსს" 2009 წელს "ლიონიდან" 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.