ლოჩოშვილის "კრემონეზემ" გაიმარჯვა და მერვედფინალში "ნაპოლის" შეხვდება

AutoSharing Option
იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე, დამატებით დროში, სერია B-ს „მოდენა“ 4:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი 22-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

მასპინძელთა განაცხადში არ იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში, „სპეციასთან“ მატჩის დასასრულს ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

იანვარში, მერვედფინალში, „კრემონეზე“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული