ინიესტამ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"მესიზე უეკთესი ფეხბურთელი არ მინახავს. ვარჯიშებზეც კი ის საოცრებებს აკეთებს... ის ჩემთვის ნომერ პირველია", - ამბობს ინიესტა.

მოგეხსენებათ, მესი და ინიესტა ერთად "ბარსელონაში" ბურთაობდნენ, ანდრესი ახლა იაპონიაშია და "ვისელ კობეში" ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანდრეს! 100%-იანი მართალი ხარ!
mamuka
23 ოქტომბერი 2022 21:38
1
ინიესტა! ჭკვიანო ფეხბურთელო! აბა როგორ არ დაგეთანხმოთ მესის შეფასებაში? მართლაც ეგრეა და იმაზე მწყდება გული, რომ ბედოვლათმა ლაპორტამ როგორ გაუშვა ასეთი ფეხბურთელი?!
გოჩა
23 ოქტომბერი 2022 16:48
2
სულ, რომ ათასი ძეგლი დაუდგან მესის კამპნოუზე, რომელსაც აპირებს ლაპორტა ( დავიჯეროთ სინდისი აწუხებს?) იმ შავ ლაქას მაინც ვერ ჩამოირეცხავენ, რაც აკადრეს ამ უდიდეს ფეხბურთელს.
გია
23 ოქტომბერი 2022 20:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული