2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
"მესმის, რომ უკვე გარკვეულ ასაკს მივაღწიე. ამ ტურნირზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად უკანასკნელად გამოვალ" - განაცხადა ლუკამ.
შეგახსენებთ, მოდრიჩის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2006 წლის მარტში შედგა, ჩაატარა 154 შეხვედრა, უდიდესი მიღწევა კი 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა გახლდათ.
რაც შეეხება მადრიდის "რეალში" არსებულ მდგომარეობას, წლევანდელ სეზონში 14 გამართულ მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით