"ნაპოლი" ზამთარში რონალდოს ყიდვას შეეცდება - Marca სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მასთან მუშაობა აღარც "მანკუნიანელთა" თავკაც ერიკ ტენ ჰაგს სურს.

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანოს დამატებას "ნაპოლი" შეეცდება, ესპანური გამოცემა Marca კი სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს და პორტუგალიელის მომდევნო გუნდად სწორედ "პარტენოპეის" ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დამატება "ჩელსისაც" სურს, "ნაპოლი" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. მოთამაშესთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, კრიშტიანოს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსში" იასპარეზა.

იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს,
რონალდომ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას. "ნაპოლიში" ყველაზე მეტს პიოტრ ზელინსკი (წელიწადში 5.4 მილიონი) გამოიმუშავებს, პორტუგალიელი კი - 26.8 მილიონს. 37 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს. ამიტომ არაა გამორიცხული, ზამთარში კვლავ იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 37 /
აურევს მთელ ამ დალაგებულ გუნდს, დაიწყებს გაროჟილი სიარულს და კარგი არაფერი იქნება,გარდა იმისა რომ პენლებს გაიტანს. იმასაც კვარას წაართმევს და შეგვეშვით რაა
გია
12:27 26-10-2022
2
არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს თემა.
სპალეტი მომავლის გუნდს ქმნის და რონალდოს ადგილს მე პირადად ვერ ვხედავ.
ვკითხე სპალეტის ამაზე და ვერც მე ვხედავო, მიპასუხა. :))
მიშა
15:47 26-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული