ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება - ცნობილია, სავარაუდოდ, სად დასაქმდება "რეალის" ყოფილი დამრიგებელი

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას, სავარაუდოდ, ძალიან მალე დაუბრუნდება.

ამის შესახებ მისი კომენტარის მეშვეობით ხდება ცნობილი, რომელიც "რეალის" ყოფილმა მენეჯერმა RMC SPORT-თან გააკეთა.

"ფეხბურთი არ მენატრება, რადგან ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება (გულისხმობს უმუშევრად ყოფნას). ცოტაც მოითმინეთ... როდის დავბრუნდები? - მალე, ძალიან მალე!", - თქვა ზიდანმა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუკი მართლა გახდება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, მისი ნაკრები, მითუმეტეს იმ უზარმაზარი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ამ ნაკრებს გააჩნია, დიდი ალბათობით გახდება მსოფლიო ჩემპიონი. ზიდანი უბრალოდ "განწირულია" წარმატებისთვის!
დავით
20:04 26-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული