"ფული არ გვაქვს" - ამორიმიმ რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმიმ ლისაბონურ გუნდში კრიშტიანო რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"რონალდო ტოპ კლასის ფეხბურთელია. ჩვენ ყველა ვოცნებობთ, რომ ის დაბრუნდეს, მაგრამ არ გვაქვს იმის ფული, რომ კრიშტიანოს ხელფასი გადავუხადოთ", - თქვა ამორიმიმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის სახელს დიდი ხანია არაერთ გუნდს უკავშირებენ. ბოლო ინფორმაციით, ის შესაძლოა "ნაპოლიში" გადაბარგდეს.

alt"ნაპოლი" ზამთარში რონალდოს ყიდვას შეეცდება - Marca სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი საინტერესოა რაა,37 წლის ფეხბურთელს 26 მილიონი აქვს ხელფასი.თავისი ხელფასის მძევალია.ასეთ ფასად ვინ აიყვანს ვინც არ უნდა იყოს მაინც 37 წლის ფეხბურთელს.ამას ფული აკლია???რო ვერ ელევა ამ ხელფასს????მოითხოვოს 5 მილიონი და ორწლიანი კონტრაქტით ბევრი გუნდი სიხარულით მიიღებს,მაგრამ არა,კაპიკის დაკლება არ უნდა ტიპს.ხოდა იმიტომაც ზის მყარად მანიუს სკამზე,სრულიად დამსახურებულად და უთავმოყვარეულოდ.ფულის გამო თავს იმცირებს ამხელა ლეგენდა კაცი.არადა სადღაც მილიარდი მაინც იქნება ამის ქონება...
master
17:12 26-10-2022
1
არა ნაპოლიშიიიიი
არა რუსეთს
16:25 26-10-2022
1

სიახლეები პოპულარული