ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის და ამჟამად "სევილიას" დამრიგებლის, ხორხე სამპაოლის აზრით, მესი "ოქროს ბურთით" ყოველ წელს უნდა ჯილდოვდებოდეს.

"თუ ისინი ყოველწლიურად მისცემენ მესის "ოქროს ბურთს", ეს ჩემთვის კარგი იქნება, რადგან ლეომ დიდი ხანია სხვა ფეხბურთელებთან სხვაობა მოახდინა.

ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა, რადგან მან "რეალის" წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ - კარიმს უბრალოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ამბობს სამპაოლი.


მკითხველის კომენტარები / 7 /
წავიდა მესის და რონალდოს დრო ამიერიდან ოქროს ბირთი კვარასია.
Ucxo
28 ოქტომბერი 2022 20:52
2
ჩასაფრებულები, სულ ასე იძახით წავიდა "ამათი დრო", მაგრამ (როლანდოსი არ ვიცი) მესის თამაშსს, რომ ვუყურებთ ამ სეზონში, თუ ასე გააგრძელა სეზონის ბოლომდე, მგონი 8-ე ოქროს ბურთსაც გამოკრავს ხელს! ისე, რომ სანამ მესი თამაშობს, შენ მოგწონს არ მოგწონს, ლეოს დრო არ წავა! რაც შეეხება ხვიჩას, მომავალში ოქროს ბურთს, ნამდვილად აიღებს!
ucxos.
29 ოქტომბერი 2022 13:08
1
100% ვეთანხმები სამპაოლის ზუსტად გამიჯნა ,,კარიმს უბრალოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"; ჩემი მხრივ დავაზუსტებ,რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ბენზემა იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი!
ვახო
28 ოქტომბერი 2022 20:00
1
100% ვეთანხმები სამპაოლის ზუსტად გამიჯნა ,,კარიმს უბრალოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"; ჩემი მხრივ დავაზუსტებ,რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ბენზემა იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი!
ვახო
28 ოქტომბერი 2022 19:22
0
ლეო არის სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნება, დიდი იმედი მაქვს რომ კვარაც გახდება მომავალი თაობისთვის მისაბაძი,როგორც ფეხბურთელი ასევე პიროვნული თვისებებით, ამის ყველანაირი რესურსი აქვს და ჯერ-ჯერობით მართლაც გამორჩეულია ხვიჩა,უბრალოდ დროა საჭირო რომ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ყოველმხრივ
საქართველო
27 ოქტომბერი 2022 17:07
6
ლეო, რომ მართლა მაგარი ფეხბურთელია და პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა, მაგიტომაც ვცემ პატივს და მიყვარს. ძაან მომწონს მისი თავმდაბლობა და უბრალოება! ჩვენს ხვიჩასიც ეს პიროვნული თვისება მომწონს, უბრალოება და თავმდაბლობა! ამ ორ დიდებულ ფეხბურთელებში, კიდევ ის მომწონს, როცა ბურთი გააქვთ და თავს, რომ ხრიან და ასე, რომ გამოხატავენ სიხარულს, ნუ მერე უკვე თავიანთ საფირმო ჟესტებით ამთავრებენ.
თემო
28 ოქტომბერი 2022 09:26
0
არ მოგიჭიროს ვერან
Giusha3232
27 ოქტომბერი 2022 16:46
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული