არგენტინის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ლისანდრო მარტინესმა ლიონელ მესის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, შეგახსენებთ, პსჟ-ის ლეგენდარულმა შემტევმა განაცხადა, რომ მოახლოებული კატარის მსოფლიოს პირველობა მისთვის ბოლო იქნება.
"როგორ იქნება ლეოსთვის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი? არა, არა ის გაგიჟდა, არ მივცემთ წასვლის უფლებას. მისთვის ომშიც კი წავალთ".
2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს კატარისა და ეკვადორის შეხვედრით დაიწყება, "ალბისელესტე" C ჯგუფში მექსიკასთან, პოლონეთთან და საუდის არაბეთთან ერთად მოხვდა.
პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს საუდის არაბეთთან ჩაატარებს.