"ახლა ბენზემას უკანალზე კოცნიან, გეტყვით, რა მოხდა 2018 წელს" - იბრაჰიმოვიჩი ქარიმის მიერ "ოქროს ბურთის" მოგებაზე საუბრობს

AutoSharing Option
"მილანის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ქარიმ ბენზემას მიერ "ოქროს ბურთის"მოგების შესახებ ისაუბრა.

"ბენზემამ "ოქროს ბურთი" მიიღო და ახლა ჟურნალისტები რას წერენ? თუ უკან, წარსულში, 2018 წელს დავბრუნდებით, მაშინ ვთქვი, რომ ქარიმი ეროვნულ ნაკრებში ადგილს იმსახურებდა, რის შემდეგაც ფრანგული პრესა თავს დამესხა, თანაც საფრანგეთს მუნდიალი ახალი მოგებული ჰქონდა.

ახლა რას ამბობენ ფრანგი ჟურნალისტები? რა მოხდა "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ? არ კოცნიან ბენზემას უკანალს? ამის თქმის არ მეშინია, რადგან მაშინ beIN Sports-სთან საუბარშიც აღვნიშნე, რომ ის ნაკრებში უნდა ყოფილიყო", - თქვა ზლატანმა Foot Mercato-სთან
ინტერვიუში.


მკითხველის კომენტარები / 4 /
რით და რატომ აშანტაჟებდა?
გიორგი11
19:06 03-11-2022
1
ნაკრებში არ გამოიძახეს იმიტომ რომ ნაძირალაა, ვალბუენას აშანტაჟებდა
კაკო
14:52 03-11-2022
24

სიახლეები პოპულარული