ის მეოცნებე და მებრძოლი ბიჭია, რომელიც ბავშვობაში ქუჩაში წყალს ყიდდა ოჯახის გამოსაკვებად, რომელიც არ დანებდა, არც მაშინ, როცა სულ პატარას დედა გარდაეცვალა, არც მაშინ, როცა მამამ სამსახური დაკარგა და ხუთი ბავშვი საჭმლის გარეშე დარჩა - ყველას დაუმტკიცა, რომ ნაგავსაყრელიდან შეიძლება კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდეს.
ქართველებს ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობის გამო განსაკუთრებით უყვართ თუმცა,
ამის გარდა, არაერთი მიზეზი არსებობს, რომ ის გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ.
ბრძოლა გადარჩენისთვის
ბავშვი იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამ ამბიდან სამ თვეში მამამ სამსახური დაკარგა და ვიქტორ ოსიმენი თავის ხუთ და-ძმასთან ერთად იძულებული გახდა, ქუჩაში გასულიყო, რათა ოჯახის სარჩენად საჭირო ფული გამოემუშავებინა.
"როცა დედა გარდაიცვალა, ისე პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს, რომელი წელი იყო. მხოლოდ ის ვიცი, რომ თებერვალში დაგვტოვა", - იხსენებს ოსიმენი France Football-თან.
"როცა დედა გარდაიცვალა, ისე პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს, რომელი წელი იყო. მხოლოდ ის ვიცი, რომ თებერვალში დაგვტოვა", - იხსენებს ოსიმენი France Football-თან.
ბიჭი, რომელიც დიდიე დროგბას აღმერთებდა და "ჩელსის" მაისური მისთვის ყველაფერი იყო, საცობებში მანქანებს შორის დარბოდა წყლის ბოთლებით ხელში და მძღოლებს მათ ყიდვას სთხოვდა.
"დედაჩემის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მამამ სამსახური დაკარგა და ეს ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი პერიოდი იყო. ჩემი ძმა სპორტულ გაზეთებს ყიდდა, და - ფორთოხალს, ხოლო მე - წყალს. ლაგოსში, ქუჩაში, მანქანებს შორის დავდიოდით და მძღოლებს მათ ყიდვას ვთავაზობდით.
ვიცოდით, რომ უნდა გადავრჩენილიყავით და გვესმოდა, რომ ერთად ყოფნას ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საღამოს ვიკრიბებოდით და გამომუშავებულ ფულს მაგიდაზე ვაგროვებდით. შემდეგ ყველაფერს უფროს დას ვაძლევდით, ის საჭმელს გვიმზადებდა, ყველაფერს აწესრიგებდა და ფულს განკარგავდა.

ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგრამ ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, შემქმნა მე, ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც ახლა ვარ", - ამბობს სპორტსმენი.
ოსიმენის თქმით, ის მუდმივად ეძებდა გზებს, რომ თავი დაეღწია ასეთი ცხოვრებისთვის, უბრალოდ, ეცხოვრა ისე, რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, მიეღო განათლება. იმისთვის, რომ ტანსაცმელში ფული დაეზოგა; ნაგავსაყრელზე დადიოდა - იქ პოულობდა სამოსსა და ფეხსაცმელებს.
"ყოველ პარასკევს ან კვირას დავდიოდი მეგობრებთან ერთად ფეხსაცმელების საპოვნელად. დიდხანს ვრჩებოდით იქ და ეს სახალისოც კი იყო. ჩვენ ამას ისე ვუყურებდით, როგორც თამაშს, მაგრამ როდესაც ამაზე ვფიქრობ... ეს ბრძოლაა.
ხანდახან ვიპოვიდი ფეხსაცმელს მარჯვენა ფეხისთვის, შემდეგ ვიწყებდი მარცხენა ფეხისთვის ფეხსაცმლის ძებნას. ბოლოს, ბევრი ძებნის შემდეგ, ვპოულობდი. ჩემი და ყველაფერს კერავდა და საბოლოოდ, კარგი გამოდიოდა. დიახ, ეს გადარჩენისთვის ბრძოლა იყო", - ამბობს ფეხბურთელი.