"სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც დიდი დარტყმა იყო. რა თქმა უნდა, ბრაზილიას უძლიერესი შემადგენლობა და წარმოუდგენელი ფეხბურთელები ჰყავს, კონკურენცია ძალიან მაღალია. ბობი ნამდვილად იმედგაცრუებულია" - აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, "სელესაო" ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებთან მოხვდა. ტიტეს გუნდი პირველ მატჩს სერბეთის წინააღდეგ, 24 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია