წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდება და თუ ერლინ ჰოლანის შეძენას ვერ მოახერხებენ, სწორედ ნიგერიელისთვის იბრძოლებენ. აურელიო დე ლაურენტისი შემტევში მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა და ნეაპოლელთა მაისურით 51 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა.