"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ესპანური Mundo Deportivo იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდება და თუ ერლინ ჰოლანის შეძენას ვერ მოახერხებენ, სწორედ ნიგერიელისთვის იბრძოლებენ. აურელიო დე ლაურენტისი შემტევში მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა და ნეაპოლელთა მაისურით 51 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა. 

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

მკითხველის კომენტარები / 8 /
რეალი ღრუტუნებს...
ლაშა
23:25 13-11-2022
1
ოსიმენი,ხვიჩა,იტალიელი ფეხბურთელები,მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ და ამ პერიოდში,კარგად აღიდგენენ ძალებს.როდესავ ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა განახლდება,ეს ნაპოლის უპირატესობას მისცემს,მსოფლიოს პირველობაზე ნათამაშები ბიჭებით გავსებული სხვა ლიდერი კლუბების წინააღმდეგ.ხომ ცხადია,რომ ისინი,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გადაღლილები იქნებიან.დღევანდელი ნაპოლი, გამოცდილებით ჩამორჩება გრანდებს,მაგრამ საუკეთესო 4 გუნდში,ალბათ მაინც უნდა მოხვდეს.მომავალ წელს კი,თუ შემადგენლობა შეინარჩუნეს და ერთი ორი პოზიცია გააძლიერეს,წლევანდელი გამოცდილების დამატებით,მათ უკვე ლიგის მოგების რეალური შანსიც გაუჩნდებათ.წელს ნაპოლი,ფაქტობრივად კაპიკების დახარჯვით გაძლიერდა და ამ წელიწადში იმხელა მოგებას ნახავს,სერიოზული გაძლიერებისათვის საკმარისი სახსრები უნდა გაუჩნდეს და საკვანძო ფეხბურთელებიც შეინარჩუნოს.ამიტომ, არა მგონია ,ოსიმენს მოუნდეს რეალში წასვლა.ნაპოლის თვითონ შეუძლია გვერდში ამოუდგეს გრანდებს და იყო დიდი გუნდის შემქმნელი ერთერთი გმირი,ნამდვილად სჯობია,დიდ გუნდში გადასვლის შეგრძნებას.თუ გუნდის მეპატრონე დე ლავრენტისი შესძლებს და ამაში დაარწმუნებს ფეხბურთელებს,ნაპოლის ნამდვილად შეეძლება ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა.
სოსო
21:53 13-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული