"ეს ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო" - ნეიმარი

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა რეკორდებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, 30 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 121 მატჩი აქვს ჩატარებული და 75 გოლი გატანილი, 2-ით ნაკლები ვიდრე პელეს.

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ეს ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო. არასდროს ვფიქრობდი რიცხვებზე, არ მდომებია არც არავის გადასწრება და არც რეკორდების მოხსნა, უბრალოდ ფეხბურთი მიყვარს.

ოცნება იყო, ამაზე ვაფანადებდი. რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრებში თამაშს წარმოვიდგენდი. ამ ქვეყნის მაისურით მოედანზე გასვლა უკვე წარმოუდგენელი გრძნობაა, ეს ოცნება არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი მეგობრებისთვის, მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის და სხვა ახლობლების
ნაცვლად ავიხდინე, იმათ მაგივრად, ვინც ვერ მოახერხეს "სელესაოს" მაისურის მორგება.

პელე მაგალითია, პელე თვითონაა ფეხბურთი, ბრაზილიაში ის ყველაფერს ნიშნავს, უდიდეს პატივს ვცემ" - განაცხადა ნეიმარმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული