14 ნოემბერს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რომის პაპის ინიციატივით დიეგო მარადონას ხნოვნისადმი მიძღვნილი ლეგენდების მატჩი გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას შოთა არველაძეც მიიღებს.
მოწვეული არიან ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი, პაულო დიბალა, ანხელ დიმარია, დიეგო მარადონას შვილიც.
დადასტურებლთა ვინაობა კი შემდეგნაირია: ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი, ფაბიო კანავარო, რონალდინიო, ჰრისტო სტოიჩკოვი, ჩირო ფერერა, ერიკ აბიდალი, ანტონიო დი ნატალე, ივან რაკიტიჩი, მიროსლავ კლოზე, რობერტ პირესი და ათობით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.