"პარი სენ ჟერმენი" ტონი კროოსს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენს" "რეალის" ნახევარმცველის, ტონი კროოსის დამატება სურს.

გერმანელს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, პარიზული კლუბი კი ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს და 25 მილიონ ევროს სთავაზობს, ასევე, ხელმოწერის სანაცვლოდ 32 წლის ნახევარმცველი ბონუსის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ტონი "რეალს" 2014 წელს "ბაიერნიდან" შეუერთდა და "თეთრებთან" ერთად 14 ტიტული მოიგო. ამ სეზონში მადრიდელთა რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, თავი კი გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული