"LGBT სამკლავურის გაკეთებას სწორედ ამიტომ არ ვაპირებ" - უგო ლორისმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ცისარტყელას ფერებიანი სამკლავურის გაკეთებას არ აპირებს.

"როდესაც საფრანგეთში სტუმრებს ვიღებთ, გვინდა, რომ მათ ჩვენი წესები დაიცვან და ფრანგულ კულტურას პატივი სცენ, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი " - განაცხადა ლორისმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კატარის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩმა ხალიდ სალმანმა განაცხადა, რომ გეები მუნდიალზე არ დაიშვებიან და ამ წესს უცხოელი გულშემატკივრები უნდა დაემორჩილონ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 40 /
ზოგადად ამ თემზე ორი კითხვა მაქვს: 1- ლგბტ-ს სალანძღავად სოდომის მაგალითს რომ იშველიებთ, მანდვე გეტყობათ ბიბლია რომ არ გაქვთ წაკითხული, რადგან იქ მარტო ლგბტს გამო კი არ დაისაჯა კაცობრიობა, არამედ გარყვნილების გამო, რაც მოიცავდა ქალს და კაცს შორის ქორწინების გარეშე ურთიერთობას, რომელი თქვენგანი იყავით ვაჟიშვილი ქორწინების ღამეს? :დ და თუ არ იყავით, მაშინ თქვენც ზუსტად ისეთი სოდომისტები გამოდიხართ, როგორც ელჭეპეტეები, თუ არ გჯერათ, გადაიკითხეთ ბიბლიის ეგ ნაწილი.
2- ევროპელი ლიბერასტებიო მაგას რომ დაწერთ, ე.ი ევროპაში არასდროს ყოფილხარ და ალტ ინფოს ნალაპარაკები გჯერა. მიდი რომელიმე ფრანგს, ესპანელს, ან ბრიტანელს უთხარი გეი ხარო და რაც მოგივა ნახავთ. ის რომ ტაბურეტკით არ დარბიან, არ ნიშნავს რომ ყველაფერის უფლებას აძლევენ გეებს, რაც მე ძალიან მომწონს. ნუ აყვებით რუსულ დეზინფორნაციას. რუსეთში რო გარყვნილებაა, ევროპას არც დაესიზმრება
მიპასუხეთ არგუმენტებით
17:25 20-11-2022
14
დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა განათლების უქონლობაა, კომენატარებს ვკითხულობ და ეს სასაცილოც აღარაა უკვე, დავით აღმაშენებელმა სასულიერო პირების დიდი ნაწილი ზუსტად ამის გამო დასაჯა, სამაგიეროდ თვითონ 3 ცოლი ყავდა, ჰომოსექსუალები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან, იესომ თქვა პირველი ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველიაო. მრუშობა უარესი ცოდვაა, მაგრამ რელიგია ხალხმა როგორც აწყობს ისე მოირგო. ყველა ადამიანი განურჩევლად სქესისა და ფერისა და კიდევ სხვა ღმერთის შვილები ვართ და მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს.
დათო
16:55 20-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული