"ამ გუნდს იდეალურად მოერგებოდა" - "ნაპოლის" პრემიერ ლიგის ფეხბურთელი შესთავაზეს

AutoSharing Option
"ბრენტფორდის" შემტევის, ბრაიან მბუემოს აგენტის თქმით, კამერუნელი "ნაპოლის" იდეალურად მოერგებოდა და აურელიო დე ლაურენტისს თავისი კლიენტის დამატება ურჩია.

"ის ყოველთვის ჯანმრთელადაა და ბევრს ვარჯიშობს. გოლების გატანას უნდა მოუმატოს, თუმცა "ბრენტფორდში" ბევრი შანსი არ ეძლევა, რადგან ინგლისური კლუბი ხშირად არ უტევს.

მბუემო სერია A-ს მარტივად მოერგებოდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია.

"ნაპოლის" ინტერესი? "ბრენტფორდთან" გვაქვს შეთანხმება, რომ მის სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვენ, საუბარია დაახლოებით 30 მილიონზე.

ძალიან მინდა, "ნაპოლიში" ვიხილო, რადგან ამ გუნდს იდეალურად მოერგებოდა" - განაცხადა კამერუნელის აგენტმა.

მბუემო
"ბრენტფორდს" 2019 წელს "ტროადან" 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თამაში შეუძლია, როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც. ამ სეზონში "ფუტკრების" რიგებში 15 მატჩი გამართა. თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Calcionapoli24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქედან რომელია მბუემო?
დინამოელი
08:48 20-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული