რუსეთის ნაკრები, რომელსაც საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს და აზიელთა გარდა მასთან ამხანაგურადაც კი თამაშის სურვილი არავის აქვს, დღეს ტაშკენტში უზბეკეთს დაუზავდა - 0:0.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ მატჩი ნამეტნავად მძიმე საყურებელი იყო. სლავთა გუნდს გიორგი ჯიქია კაპიტნობდა, კომბინაციურად ვერ მოქმედებდა, მთელი თამაში აგებული იყო ჯიქიას მიერ ბურთის წინ ალეკსანდრ სობოლევზე გადაგდებაზე. სტუმრებმა პირველი მომენტი 55-ე წუთზე შექმნეს, პირველად კი კარში 74-ეზე დაარტყეს. ბოლოს მასპინძელთა თავდამსხმელი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ ყაზახმა მსაჯმა დინიარ სახიმ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია,
კიდევ კარგი ძირითად დროს მხოლოდ 3 წუთი დაამატა, თორემ შეიძლებოდა ტრიბუნებზე მაყურებლებს მოწყენილობისგან ჩასძინებოდათ.
გასული შეხვედრა რუსეთმა ტაჯიკეთთან ბიშკეკშიც უგოლოდ დაასრულა, ხოლო იქამდე გასვლაზე ყირგიზეთს 2:1 მოუგო.