
"მანჩესტერ სიტი" და "ნაპოლი" - ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. სპალეტის გუნდი საოცრად თამაშობს. თუ რამდენიმე თვეში ისევ ამ დონეზე იქნებიან, მათი შეჩერება რთული იქნება" - განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მერვედფინალში კი "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი გერმანიაში, 22 თებერვალს გაიმართება.