მისივე თქმით, თუ რომელიმე ევროპული კლუბი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, აურელიო დე ლაურენტისი წინადადებას აუცილებლად განიხილავს.
"კიმ მინ-ჯაეს ტრავმა არც ისე სერიოზულია. იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე? აუცილებლად, ხვიჩა მზადაა.
რაც შეეხება ოსიმენის მომავალს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა რამდენიმე სცენარისთვის ემზადება. "პარტენოპეი" 8 ფორვარდს აკვირდება, რომლებსაც, შესაძლოა, ოსიმენის შეცვლა მოუწიოთ. თუ კლუბი ნიგერიელის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, დე ლაურენტისი აუცილებლად დაფიქრდება.
ირვინ ლოსანო
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღდეგ გამართავს, იქამდე კი სპალეტის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.
მომზადებულია Areanapoli.it-ის მიხედვით
ლოსანო "ნაპოლის" ტოვებს? - იანვარში მექსიკელის შეძენას 2 ინგლისური გუნდი შეეცდება
მარტო ეგ არ მოქცეულა კვარას ჩრდილში,
ყველა ვერ ეგუება ასეთ სიტუაციას