ლოსანოს "ნაპოლის" დატოვება სურს, ოსიმენი კი მხოლოდ 1 შემთხვევაში გაიყიდება - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბ ირვინ ლოსანოს გუნდის დატოვება სურს. ამის შესახებ RAI-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჩირო ვენერატომ ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ევროპული კლუბი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, აურელიო დე ლაურენტისი წინადადებას აუცილებლად განიხილავს.

"კიმ მინ-ჯაეს ტრავმა არც ისე სერიოზულია. იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე? აუცილებლად, ხვიჩა მზადაა.

რაც შეეხება ოსიმენის მომავალს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა რამდენიმე სცენარისთვის ემზადება. "პარტენოპეი" 8 ფორვარდს აკვირდება, რომლებსაც, შესაძლოა, ოსიმენის შეცვლა მოუწიოთ. თუ კლუბი ნიგერიელის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, დე ლაურენტისი აუცილებლად დაფიქრდება.

ირვინ ლოსანო
"ნაპოლის" დატოვებას გეგმავს, მექსიკელს ახალი გამოცდილების მიღება სურს" - განაცხადა ვენერატომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღდეგ გამართავს, იქამდე კი სპალეტის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.

მომზადებულია Areanapoli.it-ის მიხედვით

altლოსანო "ნაპოლის" ტოვებს? - იანვარში მექსიკელის შეძენას 2 ინგლისური გუნდი შეეცდება


მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაპოლი იტალიის ჩემპიონობისა და ჩემპიონთა ლიგის სულ ცოტა ოთხეულში მოსახვედრადაა აწყობილი და ზამთარში ლოზანოს წასვლა,მისთვისვე არასწორი ნაბიჯი იქნება.შესაძლოა მეტი ხელფასი გადაუხადონ,მაგრამ ერთი ხელის გაწვდენაზე რომ გაქვს ტოპ-5 ქვეყნის ტიტული და ამაზე ნებით იტყვი უარს...რამდენად გონივრულია?რა ვიცი.
სოსო
16:46 30-11-2022
1
ტიპები აკომენტარებენ და სტატიებს ვერ კითხულობენ, თან მერე ვიღააცეებს საფეხბურთო მორალს წაუკითხავენ და ტაქტიკას განიხილავენ
ზაკო
15:06 30-11-2022
0

სიახლეები პოპულარული