"ინტერი" იან სომერით დაინტერესდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" "გლადბახის" 33 წლის მეკარით იან სომერით დაინტერესდა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

ზაფხულში "ნერაძურის" დიდი ალბათობით სლოვენიელი სამირ ჰანდანოვიჩი დატოვებს, სომერი კი მის შემცვლელად განიხილება. რაც შეეხება "შავ-ლურჯების" მეორე მეკარეს ანდრე ონანას, კამერუნელი არასტაბილურია, რის გამოც მილანელებს მისთვის ძლიერი კონკურენტის მიყვანა სურთ.

სომერი "გლადბახის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი ბუნდესლიგის ეგიდით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაუშვა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altიან

სომერი: ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და სხვადასხვა სტილს ფლობენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული