"ნაპოლის" მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზეა - მონტელამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ Teleclubitalia-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"რომას" ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" მთავარი ვარსკვლავი ლუჩანო სპალეტია.

"გუშინდელ მატჩში "ნაპოლი" მომეწონა, ფეხბურთელებმა ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინონ, "ანტალიასპორი" კარგი გუნდია, მათ ბევრი იბრძოლეს.

სეზონის დაწყების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "პარტენოპეი" ასეთ სიურპრიზს შემოგვთავაზებდა. ვინ არის გუნდის მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზე ზის და ეს ლუჩანო სპალეტია, რომელმაც გასულ ზაფხულს ახალგაზრდა, მრავალმხრივი მოთამაშეები შეიძინა.

სპალეტის და "ნაპოლის" მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ" - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" თურქულ შეკრებაზე ადგილობრივი "ანტალიასპორი"
3:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. "ნაპოლი" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 11 დეკემბერს, ბელეკში "კრისტალ პალასთან" გამართავს.

altსპალეტიმ კვარაცხელიას დაბრუნებასა და თავისი გუნდის თამაშზე გააკეთა კომენტარი

altდონარუმას უნდა, სკუდეტო "ნაპოლიმ" მოიგოს

altკვარაცხელიას პირველი ტაიმი, რასპადორის დუბლი და "ნაპოლის" გამარჯვება "ანტალიასპორთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპალეტიმ მაგარი გუნდი დააყენა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ხვიჩაა. სპალეტის არცერთი სერიოზული ტურნირი არ მოუგია, იტალიის თასი და რუსეთის ჩემპიონატი არ ითვლება დიდ მიღწევად...
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული