ანჩელოტი ტიტეს შეცვლის? - მიზანი 2026 წლის მუნდიალის მოგება იქნება

AutoSharing Option
UOL Esporte-ის ინფორმაციით, ცნობილი იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

მოგეხსენებათ, 63 წლის სპეციალისტი ამჟამად მადრიდის "რეალს" უდგას სათავეში, "სელესაო" კი ტიტეს წასვლის შემდეგ ახალ თავკაცს ეძებს.

ანჩელოტი არ აპირებს "ბლანკოსი" სეზონის შუაში მიატოვოს, თუმცა ზაფხულში ახალ გამოწვევაზე შესაძლოა, დაფიქრდეს. ბრაზილიელებს პეპ გვარდიოლას ვარიანტიც ჰქონდათ, თუმცა ესპანელმა მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"სელესაოს" მიზანი 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონობა და ისეთი მწვრთნელის პოვნაა, რომელიც ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული