მას დედა სომეხი, მამა კი ნახევრად სომეხი ჰყავს, თუმცა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. მას ვალერი კარპინის გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობს, სომხები არჩევანის გამო მოღალატეს ეძახიან.
აი, რა თქვა მან რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში:
"რატომ ვთქვი უარი სომხეთის ნაკრებში თამაშზე? - რთული კითხვაა და გადაწყვეტილებაც საკმაოდ რთულად მივიღე...
საოჯახო საბჭოზე ეს თემა განვიხილეთ. ვფიქრობდი, რომ ამ რთულ პერიოდში
- როგორ ფიქრობთ, რუსეთში ვერ გაგიგებდნენ? მაგალითად, საბა საზონოვმა საქართველო აირჩია...
- შესანიშნავია, საბას არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა მე ბევრ შეტყობინებას ვიღებ და ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატეს მეძახიან. ნამდვილად არ მომწონს, როდესაც მსგავს შეტყობინებებს ვკითხულობ...
მესმის ხალხის. მათ უნდათ, რომ ბაბუის დინასტია გავაგრძელო, მაგრამ ბაბუაჩემი სსრკ-ის ნაკრებში თამაშობდა და არა სომხეთის...
- როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?
- მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთში გავატარე. ათი წელია აქ ვვარჯიშობ, რუსული საფეხბურთო განათლება მაქვს, ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. ვფიქრობ, რუსეთში თამაში მჭირდება.
ინფორმაციისთვის, კოვალენკო ის ფეხბურთელია, რომლის კომენტარიც დღეს უკვე გამოვაქვეყნეთ. მას მიაჩნია, რომ "კრილია სოვეტოვში" მისი თანაგუნდელი სერგეი პინიაევი ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს.