"რეალის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გააკვირვა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შეიძლება ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. იტალიელი სპეციალისტი "სამეფო გუნდის" დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ "მარკა" იტყობინება.
ანჩელოტი "რეალის" მწვრთნელად 2021 წლის ივლისში დაინიშნა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.