მოურინიოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ყოველთვის სურდა. "ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ნამდვილად მსურს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობა ახალი გამოცდილება იქნებოდა" - განაცხადა ჟოზემ 2020 წელს.
წყაროს ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ რამდენიმე დღეში ფერნანდო სანტუში თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა.
"ვინ არის მოთამაშე, რომელმაც დაგვაღალატა? არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის" - ჟოზე მოურინიო