მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტებში მარცხის შემდეგ, "სელესაოს" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ტიტემ თანამდებობა დატოვა.
ბრაზილიელები ასევე კარლო ანჩელოტისა და ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურებსაც განიხილავდნენ, თუმცა ორივე სპეციალისტი ამჟამად დაკავებულია.
რაც შეეხება ზიდანს, ის 1.5 წელია უმუშევარია, საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "მამლების" თავკაცი მუნდიალის შემდეგაც დიდიე დეშამი იქნება.
ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ახალ მწვრთნელს 2023 წლის იანვარში წარადგენენ.