53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, "მილანისა" და "ბოლონიას" ყოფილი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

2019 წელს სერბმა გამოაცხადა, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული. ავადმყოფობის მიუხედავად, "ბოლონიას" გაწვრთნა მაინც გააგრძელა, 2022 წლის სექტემბერში სერია A-ს საწყის მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ სინიშა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მიხაილოვიჩმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ კლუბ "ბოროვოში" დაიწყო, 1992 წელს კი იტალიას მიაშურა და "რომას" შეუერთდა, ასევე იცავდა "სამპდორიას", "ლაციოსა" და "ინტერის" ღირსებას.

alt

სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს

altსინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსი გაიარა

alt"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული


მკითხველის კომენტარები / 12 /
საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი! ღმერთმა გაანათლოს.
ave
17 დეკემბერი 2022 00:39
0
საწყალი, აცხონოს უფალმა. მაგრად მეწყინა ეგ ამბავი

მწვრთნელი კი არა მაგარი ფეხბურთელი იყო და კიდევ უკეთესი ჯარიმების შემსრულებელი
ზვიადი
16 დეკემბერი 2022 23:50
0
უფალმა აცხონოს!
ვახო...
16 დეკემბერი 2022 22:28
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს
ლაშა19
16 დეკემბერი 2022 22:10
0
ვაა, საწყალი...
ისე მაინც
16 დეკემბერი 2022 21:42
0
კარგი-ტიპი-იყო-(ვაჟკაცი)Gმერთმა-ნათელში-ამყოფოს
agmsarebeli
16 დეკემბერი 2022 21:06
0
მახსოვს ინტერი რომა 2:0 ორი ჯარიმა დაარტყა სინიშამ მეტი დარტყმა ინტერს კარისკენ არ ქონია. ღმერთმა აცხონოს
დავით
16 დეკემბერი 2022 20:47
1
ეჰჰ როგორ მახსოვს მისი საჯარიმო დარტყმები,ყუმბარასავით ურტყამდა და ძალიან დამწყდა გული,სამწუხაროა :(
გეგი
16 დეკემბერი 2022 20:46
0
გაანათლოს ღმერთმა! მაგარი იყო!
ნუგზარი
16 დეკემბერი 2022 20:38
0
დიდება უფალს ნატელსი იყოს
kaka
16 დეკემბერი 2022 20:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული