53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, "მილანისა" და "ბოლონიას" ყოფილი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

2019 წელს სერბმა გამოაცხადა, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული. ავადმყოფობის მიუხედავად, "ბოლონიას" გაწვრთნა მაინც გააგრძელა, 2022 წლის სექტემბერში სერია A-ს საწყის მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ სინიშა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მიხაილოვიჩმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ კლუბ "ბოროვოში" დაიწყო, 1992 წელს კი იტალიას მიაშურა და "რომას" შეუერთდა, ასევე იცავდა "სამპდორიას", "ლაციოსა" და "ინტერის" ღირსებას.

alt

სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს

altსინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსი გაიარა

alt"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული


მკითხველის კომენტარები / 12 /
საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი! ღმერთმა გაანათლოს.
0
საწყალი, აცხონოს უფალმა. მაგრად მეწყინა ეგ ამბავი

მწვრთნელი კი არა მაგარი ფეხბურთელი იყო და კიდევ უკეთესი ჯარიმების შემსრულებელი
ზვიადი
23:50 16-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული