სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს

AutoSharing Option
"ბოლონიას" მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს ძალიან უნდა, რომ მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება დართონ.

"საქმე მოტივაციაში არ არის, მაყურებლების გარეშე თამაში მტკივნეულია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმაყურებლოდ შეხვედრების ჩატარება გამთანგველია. მესმის, ეს სეზონის დასრულების ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ იმედია მათთვის სექტემბერში სტადიონებს გახსნიან.

ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ სეზონში მაყურებლების გარეშე ჩემპიონატს საერთოდ არ ჩავატარებდი. ასე მარტო მე არ ვფიქრობ. ასეთი თამაშები ვარჯიშებზე უარესია", - ციტირებს მიხაილოვიჩს BBC.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Erterti mizezi ratom ar vitardeba hveni hempionati,esaa umayurebloba!
Gabo
08:02 26-07-2020
0

სიახლეები პოპულარული