"ზენიტის" ყოფილი მწვრთნელი, ჩეხი ვლასტიმილ პეტრჟელა და ამავე გუნდის ექსმცველი ალეკსანდრ კანიშევი იზოლაციის გამო რუსული ფეხბურთის მომავალს პესიმისტურად უყურებენ. აი, რა განუცხადეს მათ "РБ Спорт"-ს.
ვლასტიმილ პეტრჟელა: "როდესაც სამყაროში ასეთი ვითარებაა, "ზენიტსა" და სხვა რუსულ გუნდებზე საუბარი ძალიან ძნელია. რუსული ფეხბურთი სულ უფრო და უფრო უარეს მდგომარეობაში იქნება, დეგრადირებას გააგრძელებს.
რუსული ფეხბურთი მსოფლიოში არავის სჭირდება და არავის აინტერესებს. ჩეხეთში რუსეთს მხოლოდ აგინებენ".
ალეკსანდრ კანიშევი: "სამწუხარო სურათია, ამაში დამნაშავე მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელები კი არა, არამედ ჩვენი
შემდეგ უარესი იქნება? რა თქმა უნდა. თუ შესაბამისი შეჯიბრებითი პროცესი არ იქნება. ფეხბურთელებმა უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშონ, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატია. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეუძლებელია. მთელი ჩვენი სპორტი ამ ისტორიაში მოხვდა. აქ კომენტარები ზედმეტია".